23 დეკემბერს კასპის პროფესიულ კოლეჯში მასშტაბური სამეწარმეო „იდეათონი“ გაიმართა!
იდეების კონკურსში მონაწილეობა სტუდენტებისგან შემდგარმა 10-მა გუნდმა მიიღო. მონაწილე გუნდებმა აუდიტორიასა და ჟიურის საკუთარი ბიზნეს იდეები წარუდგინეს. გამარჯვებულ გუნდებს კი კასპის პროფესიული კოლეჯისგან თავისი იდეების განსახორციელებლად სხვადასხვა ოდენობით საწყისი კაპიტალი გადაეცათ!
1 500 ლარი – ლალი ჯაფარაძე, მებოსტნეობის პროგრამის სტუდენტი. ლალი მოპოვებულ ჯილდოს თავისი საკონდიტრო წარმოების გასაფართოებლად გამოიყენებს.
1 000 ლარი – მარიამ ბაისონაშვილი, ვიზაჟის მომსახურების სტუდენტი. აღნიშნული საწყისი კაპიტალი დაეხმარება მარიამს თავისი იდეის, პორტატული სალონის განხორციელებაში.
500 ლარი – ნინელი ბათილაშვილი და ნიკა შარიფაშვილი, სამკერვალო წარმოების სტუდენტები. ნინელი და ნიკა დამსახურებულ კაპიტალს ხელნაკეთი თოჯინებისთვის საჭირო მასალების შესაძენად გამოიყენებენ.
ჟიურის გადაწყვეტილებით, საკუთარი სტარტაპების წამოსაწყებად დახმარებას მიიღებენ:
ლიზა გაბოძე და სალომე გერმისაშვილი, ვიზაჟის მომსახურების სტუდენტები – გოგონებს თავისი უგემრიელესი ორცხობილების დასამზადებლად ჟიურისგან საჭირო ინგრედიენტები და შესაფუთი მასალა გადაეცემათ და საკუთარ იდეას წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვაზე გაიტანენ.
მაიკო თაბუაშვილი და ილია ნონიაშვილი, მებოსტნეობის სტუდენტები. მაიკო და ილია ქალაქ კასპში პირველი ყვავილების მაღაზიის გასახსნელად ჟიურისგან შობის ყვავილების პირველ პარტიას მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ „იდეათონს“ წინ უძღოდა სამეწარმეო ტრენინგების სერია, რაც მიზნად ისახავდა ჩვენი სტუდენტების სამეწარმეო კომპეტენციების გაუმჯობესებას მენტორინგის გზით.
ასევე აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროფესიული კოლეჯი სტუდენტების იდეებს აფინანსებს და ხელს უწყობს მათ თავისი ბიზნესის განვითარებაში!
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრსა და პროფესიული უნარების სააგენტოს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ხელშეწყობისთვის.