სიახლე

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო.

კასპის პროფესიული კოლეჯი 2022-2023 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

·        კომპიუტერული ქსელი და სისტემები (ინტეგრირებული) – 36 თვე;

·        ვიზაჟის მომსახურება – 10 თვე;

·        სამკერვალო წარმოება – 18 თვე;

·        თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი – 11 თვე;

·        ელექტროობა – 8 თვე;

·        იატაკისა და ფილის სამუშაოები – 14 თვე;

·        შედუღება – 6 თვე;

·        სამღებრო სამუშაოების შესრულება – 10 თვე;

·        მებოსტნეობა – 11 თვე.

თითოეულ პროგრამაზე დაშვების წინაპირობა – 9 კლასის განათლება.

სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული, პროფესიული განათლების დამადასტურებელი ორენოვანი დიპლომი.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 22 აგვისტოს ჩათვლით:

·        პორტალზე – www.vet.emis.ge

·        კასპის კოლეჯში – მის. ქ. კასპი, დ. აღმაშენებლის 168-ვ.

დაეუფლე პროფესიას სრულიად უფასოდ, დასაქმდი უმოკლეს დროში!