სიახლე

კასპის პროფესიულ კოლეჯში რეგიონალური ტურისტული მეგზურის მოკლევადიან გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო!

თუ გსურს გახდე სერტიფიცირებული გიდი, პროგრამის ფარგლებში შენ შეძლებ სრულიად უფასოდ დაეუფლო ექსკურსიის დამოუკიდებლად წარმართვის საჭირო ცოდნას, მათ შორის, როგორიცაა სალაშქრო ინვენტარის გამოყენება, ჯგუფის გაძღოლა, ობიექტის დემონსტრირებისა და უსაფრთხოების საკითხები.

პროგრამით გათვალისწინებულია რეგიონის სპეციფიკაზე მორგებული არაერთი პრაქტიკული სამუშაო, საფეხმავლო ტური და შემაჯამებელი ექსკურსია, რაც დაგეხმარება გამოიმუშავო ტურისტული მეგზურისთვის საჭირო უნარები და დასაქმდე ტურიზმის მიმართულებით.

პროგრამა მომზადებულია USAID-ის დაფინანსებით, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ. მოდიფიცირებულია კასპის კოლეჯის მიერ.

15 ივლისიდან 2 აგვისტომდე დარეგისტრირდით:

  • პორტალზე – vet.emis.ge
  • ან კასპის კოლეჯში – მის. ქ. კასპი, დ. აღმაშენებლის ქ. N168 ვ.

პროგრამის ხანგრძლივობა – 10 კვირა;

დაშვების წინაპირობა:

  • საშუალო განათლება;
  • გარკვეული ცოდნა ან სამუშაო გამოცდილება ტურისტულ სფეროში;
  • ინგლისური ენა – B2 დონე;

სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი.