სიახლე

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო! კასპის კოლეჯი 2023-2024 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

·        კომპიუტერული ქსელი და სისტემები – 14 თვე;

·        ვიზაჟის მომსახურება – 10 თვე;

·        სამკერვალო წარმოება – 18 თვე;

·        ელექტროობა – 8 თვე;

·        იატაკისა და ფილის სამუშაოები – 14 თვე;

·        შედუღება – 6 თვე;

·        მებოსტნეობა – 11 თვე.

აპლიკანტებისთვის სასურველ პროგრამაზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 10 სექტემბრის ჩათვლით:

·        პორტალზე – www.vet.emis.ge

·        ან კასპის კოლეჯში – მის. ქ. კასპი, დ. აღმაშენებლის 168-ვ.

თითოეულ პროგრამაზე სწავლა დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ.

 

სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული, პროფესიული განათლების დამადასტურებელი ორენოვანი დიპლომი.