21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს!

21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს! ამ დღის დაწესების მიზანს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. მიეცი თავის გამოჩენის საშუალება – კასპის კოლეჯისთვის ეს გზავნილი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების სისტემის ფორმირებას და აქტიურ ცხოვრებაში მათ სრულყოფილ ჩართვას ნიშნავს! #ერთადდავასრულოთსტერეოტიპები #დაუნისსინდრომისმსოფლიოდღე #21მარტი

პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვა

უმოკლესი გზა დასაქმებამდე პროფესიულ განათლებაშია, ხაზგასმით აღინიშნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაზე: „პროფესიული განათლება ახალი ხედვა“, რომელიც პროფესიული განათლების სისტემაში დამსაქმებლების ჩართულობის გაძლიერებასა და მათთვის საჯარო შეთავაზებას გულისხმობს. ახალი ხედვის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება, კერძო სექტორთან ერთად, პროფესიული განათლების მიწოდებაში მონაწილეობაა, რაც ითვალისწინებს საჯარო-კერძო პარტნიორობის ჩამოყალიბებას და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად…

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო! კასპის კოლეჯი 2023-2024 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ·        კომპიუტერული ქსელი და სისტემები – 14 თვე; ·        ვიზაჟის მომსახურება – 10 თვე; ·        სამკერვალო წარმოება – 18 თვე; ·        ელექტროობა – 8 თვე; ·        იატაკისა და ფილის სამუშაოები – 14 თვე; ·        შედუღება – 6 თვე; ·        მებოსტნეობა…

კასპის კოლეჯის სტუდენტები კოლეჯებს შორის გამართული მაგიდის ჩოგბურთის ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ

კასპის კოლეჯის სტუდენტები კოლეჯებს შორის გამართული მაგიდის ჩოგბურთის ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ 11 მაისს, კასპის პროფესიულმა კოლეჯმა მონაწილეობა მიიღო მაგიდის ჩოგბურთის ღია ტურნირში, რომელიც ილია წინამძღვრიშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა 13 კოლეჯის 44 სტუდენტმა მიიღო. კასპის კოლეჯს სტუდენტები, გიორგი პაპიაშვილი, ლუკა სოზიაშვილი და გიორგი ქერდიკაშვილი წარმოადგენდნენ. დაძაბული…

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში „ინოვატორთა კლუბის“ პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

26 იანვარს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში „ინოვატორთა კლუბის“ პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტი პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრთან პარტნიორობით სამ კოლეჯში განხორციელდა და ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვა-განვითარებას ისახავდა მიზნად. ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას, სხვა სპიკერებთან ერთად, სიტყვით მიმართეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა თამარ ქიტიაშვილმა და…

კოლეჯში სამკერვალო წარმოების სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა და ჩვენება გაიმართა

23 დეკემბერს კასპის პროფესიულ კოლეჯში სამკერვალო წარმოების სტუდენტების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა და ჩვენება გაიმართა! სტუდენტებმა ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს მათ მიერ შეკერილი სამოსი, ხელნაკეთი თოჯინები და ჩანთები წარუდგინეს. ნამუშევრებმა დამთვალიერებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სტუდენტების: ნინელი ბათილაშვილის ხათუნა დუდაურის გულიკო სულაშვილის ნიკა შარიფაშვილის ილია წიკლაურის ნამუშევრები  განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პროფესიულ მასწავლებლებს, ირმა ჩოხელსა…

კასპის პროფესიულ კოლეჯში სამეწარმეო „იდეათონი“ გაიმართა

23 დეკემბერს კასპის პროფესიულ კოლეჯში მასშტაბური სამეწარმეო „იდეათონი“ გაიმართა!
იდეების კონკურსში მონაწილეობა სტუდენტებისგან შემდგარმა 10-მა გუნდმა მიიღო. მონაწილე გუნდებმა აუდიტორიასა და ჟიურის საკუთარი ბიზნეს იდეები წარუდგინეს. გამარჯვებულ გუნდებს კი კასპის პროფესიული კოლეჯისგან თავისი იდეების განსახორციელებლად სხვადასხვა ოდენობით საწყისი კაპიტალი გადაეცათ!
1 500 ლარი – ლალი ჯაფარაძე, მებოსტნეობის პროგრამის სტუდენტი. ლალი მოპოვებულ ჯილდოს თავისი საკონდიტრო წარმოების გასაფართოებლად გამოიყენებს.
1 000 ლარი – მარიამ ბაისონაშვილი, ვიზაჟის მომსახურების სტუდენტი. აღნიშნული საწყისი კაპიტალი დაეხმარება მარიამს თავისი იდეის, პორტატული სალონის განხორციელებაში.
500 ლარი – ნინელი ბათილაშვილი და ნიკა შარიფაშვილი, სამკერვალო წარმოების სტუდენტები. ნინელი და ნიკა დამსახურებულ კაპიტალს ხელნაკეთი თოჯინებისთვის საჭირო მასალების შესაძენად გამოიყენებენ.
ჟიურის გადაწყვეტილებით, საკუთარი სტარტაპების წამოსაწყებად დახმარებას მიიღებენ:
ლიზა გაბოძე და სალომე გერმისაშვილი, ვიზაჟის მომსახურების სტუდენტები – გოგონებს თავისი უგემრიელესი ორცხობილების დასამზადებლად ჟიურისგან საჭირო ინგრედიენტები და შესაფუთი მასალა გადაეცემათ და საკუთარ იდეას წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვაზე გაიტანენ.
მაიკო თაბუაშვილი და ილია ნონიაშვილი, მებოსტნეობის სტუდენტები. მაიკო და ილია ქალაქ კასპში პირველი ყვავილების მაღაზიის გასახსნელად ჟიურისგან შობის ყვავილების პირველ პარტიას მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ „იდეათონს“ წინ უძღოდა სამეწარმეო ტრენინგების სერია, რაც მიზნად ისახავდა ჩვენი სტუდენტების სამეწარმეო კომპეტენციების გაუმჯობესებას მენტორინგის გზით.
ასევე აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროფესიული კოლეჯი სტუდენტების იდეებს აფინანსებს და ხელს უწყობს მათ თავისი ბიზნესის განვითარებაში!
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრსა და პროფესიული უნარების სააგენტოს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ხელშეწყობისთვის.

კასპის პროფესიულ კოლეჯში დოკუმენტაციის მიღება დაიწყო

კასპის პროფესიულ კოლეჯში დოკუმენტაციის მიღება დაიწყო აპლიკანტების საყურადღებოდ: კასპის პროფესიულ კოლეჯში დოკუმენტების მიღება დაიწყო! დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელი იქნება 3 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00-18:00 სთ.-მდე პერიოდში, მისამართზე: ქ. კასპი, დ. აღმაშენებლის ქ. N168-ვ. გთხოვთ, ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, მითითებულ ვადაში წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია: ფოტოსურათი 3×4; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ნოტარიულად დამოწმებული ზოგადი საბაზო (9კლასი) ან სრული…

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტებთან გასაუბრების ეტაპი იწყება.

კასპის კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტებთან გასაუბრების ეტაპი იწყება. გთავაზობთ გასაუბრების განრიგს პროგრამების მიხედვით: ·       მებოსტნეობა – 5 სექტემბერი (11:00-13:00 სთ.) ·       ვიზაჟის მომსახურება – 5 სექტემბერი (13:00-16:00 სთ.) ·       კომპიუტერული ქსელი და სისტემები (ინტეგრირებული) – 6 სექტემბერი (11:00-13:00 სთ.) ·       სამკერვალო წარმოება – 6 სექტემბერი (13:00-15:00 სთ.) ·       ელექტროობა – 7 სექტემბერი (11:00-15:00…

კასპის კოლეჯი აცხადებს მიღებას რეგიონალური ტურისტული მეგზურის მოკლევადიან გადამზადების პროგრამაზე

კასპის პროფესიულ კოლეჯში რეგიონალური ტურისტული მეგზურის მოკლევადიან გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო! თუ გსურს გახდე სერტიფიცირებული გიდი, პროგრამის ფარგლებში შენ შეძლებ სრულიად უფასოდ დაეუფლო ექსკურსიის დამოუკიდებლად წარმართვის საჭირო ცოდნას, მათ შორის, როგორიცაა სალაშქრო ინვენტარის გამოყენება, ჯგუფის გაძღოლა, ობიექტის დემონსტრირებისა და უსაფრთხოების საკითხები. პროგრამით გათვალისწინებულია რეგიონის სპეციფიკაზე მორგებული არაერთი პრაქტიკული სამუშაო, საფეხმავლო ტური და შემაჯამებელი ექსკურსია, რაც…