სიახლეები

სსიპ “კასპის კოლეჯში“, 2023 წლის მიღების, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ,  გაცნობებთ, რომ 16 -17 ოქტომბერს – აპლიკანტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება რეიტინგული ქულა და რეიტინგულ სიაში მათი ადგილის შესახებ ინფორმაცია. 17-18 ოქტომბერს – სარეგისტრაციო სისტემაში vet.emis.ge აპლიკანტი გააკეთებს საბოლოო არჩევანს, იმ პროგრამებს შორის, რომელზეც მოიპოვებს ჩარიცხვის უფლებას. 19 – 21 ოქტომბერს – სისტემაში დაგენერირდება საბოლოო, რეიტინგული სიები და დაიწყება ჩარიცხვის პროცედურები.