სიახლე

კასპის პროფესიულ კოლეჯში 2022 წლის სასწავლო წლისთვის კიდევ ერთი გრძელვადიანი საგანმანათლებლო პროგრამის, კომპიუტერული ქსელი და სისტემები-ს დამატება იგეგმება.

აღნიშნული პროგრამა იქნება პირველი ინტეგრირებული კურსი კასპის კოლეჯში, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ ის კურსდამთავრებულები, რომლებსაც მხოლოდ საბაზო განათლება აქვთ მიღებული, მიიღებენ სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს და სურვილის შემთხვევაში, შეძლებენ სწავლის უნივერსიტეტში გაგრძელებასაც.

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ ნებისმიერ სახელწიფო/მუნიციპალურ ორგანიზაციაში ან/და კერძო საკუთრებაში მყოფ კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციის ტექნოლოგიები, მცირე და საშუალო ზომის საოფისე ქსელებში კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების ტექნიკოსად, რომლის მოვალეობებშიც შედის კომპიუტერული სისტემების აპარატურულ-პროგრამული და ქსელური სერვისების გამართვა-ადმინისტრირება.

კურსის ხანგრძლივობა იქნება 3 წელი, კურსზე დაშვების წინაპირობა კი – საბაზო განათლება.