კასპის კოლეჯში გაიმართა სტუდენტური ტურნირი ტენისსა და ბილიარდში

17 ივნისს კასპის პროფესიულ კოლეჯში გაიმართა სტუდენტური ტურნირი ტენისსა და ბილიარდში.

ღონისძიება სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერის ფარგლებში ჩატარდა და მონაწილეობა ჯამში 20-მდე სტუდენტმა მიიღო.

სტუდენტებმა არაჩვეულებრივი თამაში აჩვენეს. დაძაბული შეჯიბრის ბოლოს კი ღირსეული გამარჯვებულებიც გამოვავლინეთ.

ტენისის სტუდენტური ტურნირის გამარჯვებულები არიან:

·        I ადგილი – ვასილ სოზიაშვილი;

·        II ადგილი – გიორგი თამარაშვილი;

·        III ადგილი – ლუკა პიპანაშვილი;

ხოლო ბილიარდის ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ:

·        I ადგილი – რატი მაღალაშვილი;

·        II ადგილი – მათე ქარელიძე;

·        III ადგილი – ბექა ბექაური;

მსაჯებისა და გულშემატკივრების ერთობლივი გადაწყვეტილებით, გამოვავლინეთ რჩეული მოთამაშეებიც:

·        ბილიარდი – თამუნა დალაქიშვილი;

·        ტენისი – ზეინაბ ზაქარაშვილი;

 

გამარჯვებულებს კოლეჯისგან პრიზები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ სტუდენტებს, დამატებით, სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.