სიახლე

კასპის პროფესიულ კოლეჯში ხელით ელექტრორკალური შედუღების მოკლევადიან მომზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო!

პროგრამის ფარგლებში თქვენ შეძლებთ უფასოდ შეისწავლოთ:

  • ელექტრორკალური შედუღების ტექნოლოგიის თავისებურება;
  • სამუშაო ნახაზის, ტექნოლოგიური ინსტრუქციისა და ტექნოლოგიური რუკის წაკითხვა;
  • უსაფრთხოების წესების დაცვით, შესადუღებელი დეტალების ხელით რკალურ შედუღება სხვადასხვა სივრცულ მდებარეობაში (ქვედა, ჰორიზონტალური, ვერტიკალური, ჭერისული);
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ დოკუმენტაციის შედგენა და სხვა.

პროგრამა მოიცავს ანაზღაურებად სტაჟირებას პარტნიორ კომპანიაში – ქართული საექსპორტო წარმოება, რაც მსმენელებს პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებასა და სწავლის დასრულების შემდეგ მარტივად დასაქმებაში დაეხმარება.

პროგრამის მხარდამჭერია „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში’’ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), რომლის ჩართულობითაც განხორციელდა პროგრამის შემუშავებისა და პარტნიორთან მოლაპარაკების პროცესი.

პროგრამა დაფინანსებულია პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.

პროგრამის პარტნიორია შპს ქართული საექსპორტო წარმოება.

12 ივლისიდან 7 აგვისტომდე დარეგისტრირდით:

  • პორტალზე – emis.ge
  • ან კასპის კოლეჯში – მის. ქ. კასპი, დ. აღმაშენებლის ქ. N168 ვ.

პროგრამის ხანგრძლივობა – 10 კვირა;

დაშვების წინაპირობა:

  • საბაზო განათლება;
  • ფორმა N100.

სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი.