ხელით ელექტრორკალური შედუღების მოკლევადიან მომზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

კასპის პროფესიულ კოლეჯში ხელით ელექტრორკალური შედუღების მოკლევადიან მომზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო! პროგრამის ფარგლებში თქვენ შეძლებთ უფასოდ შეისწავლოთ: ელექტრორკალური შედუღების ტექნოლოგიის თავისებურება; სამუშაო ნახაზის, ტექნოლოგიური ინსტრუქციისა და ტექნოლოგიური რუკის წაკითხვა; უსაფრთხოების წესების დაცვით, შესადუღებელი დეტალების ხელით რკალურ შედუღება სხვადასხვა სივრცულ მდებარეობაში (ქვედა, ჰორიზონტალური, ვერტიკალური, ჭერისული); შესრულებული სამუშაოს შესახებ დოკუმენტაციის შედგენა და სხვა. პროგრამა მოიცავს ანაზღაურებად სტაჟირებას…

კასპის კოლეჯში გაიმართა სტუდენტური ტურნირი ტენისსა და ბილიარდში

კასპის კოლეჯში გაიმართა სტუდენტური ტურნირი ტენისსა და ბილიარდში 17 ივნისს კასპის პროფესიულ კოლეჯში გაიმართა სტუდენტური ტურნირი ტენისსა და ბილიარდში. ღონისძიება სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერის ფარგლებში ჩატარდა და მონაწილეობა ჯამში 20-მდე სტუდენტმა მიიღო. სტუდენტებმა არაჩვეულებრივი თამაში აჩვენეს. დაძაბული შეჯიბრის ბოლოს კი ღირსეული გამარჯვებულებიც გამოვავლინეთ. ტენისის სტუდენტური ტურნირის გამარჯვებულები არიან: ·        I ადგილი – ვასილ სოზიაშვილი; ·        II…

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო. კასპის პროფესიული კოლეჯი 2022-2023 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ·        კომპიუტერული ქსელი და სისტემები (ინტეგრირებული) – 36 თვე; ·        ვიზაჟის მომსახურება – 10 თვე; ·        სამკერვალო წარმოება – 18 თვე; ·        თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი – 11 თვე; ·        ელექტროობა – 8 თვე;…

კასპის კოლეჯი სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს

კასპის კოლეჯი სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს.   სსიპ კასპის კოლეჯი სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის მსურველთათვის რეგისტრაციას აცხადებს. საბჭო სამეთვალყურეო ორგანოა, რომლის ძირითადი მოვალეობები გულისხმობს კოლეჯის განვითარებაში მონაწილეობის მიღებას, კოლეჯის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შეთანხმებასა და რეკომენდაციების შემუშავებას, კოლეჯისთვის ახალი პარტნიორების მოძიებაში დახმარებას და სხვას. სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა…

კასპის კოლეჯი სურსათის უვნებლობის პროგრამას განახორციელებს

კასპის კოლეჯი გახდა პირველი პროფესიული სასწავლო დაწესებულება საქართველოში, რომელმაც მოიპოვა უფლება, რომ სურსათის უვნებლობის პროგრამა განახორციელოს. პროგრამა სრულად შემუშავებულია ადგილობრივ საწარმოებთან თანამშრომლობით, კასპის კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებლების, სოფიო გოხელაშვილისა და ელენე ფიცხელაურის მიერ. სწორედ ისინი გაუძღვებიან პროგრამას – სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა საწარმოში. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს გააზრებული ექნება სურსათის უვნებლობის ზოგადი ასპექტები, შეძლებს…

პირველი ინტეგრირებული პროგრამა კასპის კოლეჯში

კასპის პროფესიულ კოლეჯში 2022 წლის სასწავლო წლისთვის კიდევ ერთი გრძელვადიანი საგანმანათლებლო პროგრამის, კომპიუტერული ქსელი და სისტემები-ს დამატება იგეგმება. აღნიშნული პროგრამა იქნება პირველი ინტეგრირებული კურსი კასპის კოლეჯში, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ ის კურსდამთავრებულები, რომლებსაც მხოლოდ საბაზო განათლება აქვთ მიღებული, მიიღებენ სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს და სურვილის შემთხვევაში, შეძლებენ სწავლის უნივერსიტეტში გაგრძელებასაც. პროგრამის დასრულების…

კასპის კოლეჯში მებოსტნეობის პროგრამის დამატება იგეგმება

კასპის პროფესიულ კოლეჯში 2022 წლის სასწავლო წლისთვის ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, მებოსტნეობის დამატება იგეგმება. განაცხადი პროგრამის დამატების შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უკვე შეტანილია. USAID/Zrda-ს დაფინანსებით კოლეჯში წინასწარ მოეწყო სასათბურე მეურნეობა, რაც საშუალებას მოგვცემს გავაუმჯობესოთ სასოფლო-სამეურნეო მიმართულების კურსები პროგრამაში პრაქტიკული კომპონენტის დამატებით. კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს შეეძლება დასაქმდეს როგორც სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებში,…

ტურისტული მეგზურის პროგრამის განხორციელება დაიწყო

კასპის პროფესიულ კოლეჯში რეგიონული ტურისტული მეგზურის მოკლევადიანი გადამზადების პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამა კარგი შესაძლებლობაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს გარკვეული ცოდნა ან სამუშაო გამოცდილება ტურისტულ სფეროში და სურს გახდეს სერტიფიცირებული გიდი. პროგრამა მოიცავს საინტერესო პრაქტიკულ დავალებებს, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე. კურსის ბოლოს კი მსმენელებს ელოდებათ შემაჯამებელი გასვლითი ტური შიდა ქართლის რეგიონში. საბოლოოდ, კურსზე მიღებული ცოდნა…

Palitra News_ის სიუჟეტი კასპის პროფესიული კოლეჯის შესახებ

“კასპის პროფესიული კოლეჯი მზად არის სტუდენტების მისაღებად და სრული დატვირთვით მუშაობის დასაწყებად. ახლა ჯერი ჩვენს მოქალაქეებზეა, დარეგისტრირდით, მიიღეთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, გახდით პროფესიონალი და დასაქმდით”. 👇 იხილეთ Palitra News_ის სიუჟეტი კოლეჯის შესახებ. Facebook

თუ გინდა რომ შენი რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ ბევრ ადამიანს მოუყვე, მაშინ შენთვის კარგი ამბავი გვაქვს.

კასპის პროფესიულ კოლეჯს მიენიჭა უფლება განახორციელოს USAID ზრდის მიერ დაფინანსებული რეგიონული ტურისტული მეგზურის პროგრამა. პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება ყველა ის აუცილებელი ცოდნა და უნარი, რაც საჭიროა რეგიონული ტურისტული მეგზურისთვის. პროგრამის ხანგრძლივობა იქნება ექვსი კვირა და რეგისტრაცია დაიწყება ოქტომბრიდან. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიმრავლით კასპის მუნიციპალიტეტი საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულია. განსაკუთრებულად გვახარებს ის ამბავი, რომ ჩვენი სტუდენტები რეგიონის ტურისტულ…