სიახლე
🔹 კასპის პროფესიულ კოლეჯს მიენიჭა უფლება განახორციელოს USAID ზრდის მიერ დაფინანსებული რეგიონული ტურისტული მეგზურის პროგრამა.
🏕 პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება ყველა ის აუცილებელი ცოდნა და უნარი, რაც საჭიროა რეგიონული ტურისტული მეგზურისთვის. პროგრამის ხანგრძლივობა იქნება ექვსი კვირა და რეგისტრაცია დაიწყება ოქტომბრიდან.
🔹 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიმრავლით კასპის მუნიციპალიტეტი საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულია. განსაკუთრებულად გვახარებს ის ამბავი, რომ ჩვენი სტუდენტები რეგიონის ტურისტულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.
🙏🏻 მადლობა USAID Zrda Activity in Georgia_ს კასპის პროფესიულ კოლეჯთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.