სიახლე

კასპის კოლეჯი გახდა პირველი პროფესიული სასწავლო დაწესებულება საქართველოში, რომელმაც მოიპოვა უფლება, რომ სურსათის უვნებლობის პროგრამა განახორციელოს.

პროგრამა სრულად შემუშავებულია ადგილობრივ საწარმოებთან თანამშრომლობით, კასპის კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებლების, სოფიო გოხელაშვილისა და ელენე ფიცხელაურის მიერ. სწორედ ისინი გაუძღვებიან პროგრამას – სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა საწარმოში.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს გააზრებული ექნება სურსათის უვნებლობის ზოგადი ასპექტები, შეძლებს საწარმოში ჰიგიენისა და წარმოების პროცესის კონტროლს, წარმოების სხვადასხვა ეტაპზე სურსათის უვნებლობის მიმართ პოტენციური საფრთხეების აღმოჩენასა და სპეციალური დოკუმენტაციის წარმოებას.

კურსი არის სრულიად უფასო და გაგრძელდება 11 კვირის განმავლობაში. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული, პროფესიული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატი.