სიახლე

კასპის კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტებთან გასაუბრების ეტაპი იწყება.

გთავაზობთ გასაუბრების განრიგს პროგრამების მიხედვით:

·       მებოსტნეობა – 5 სექტემბერი (11:00-13:00 სთ.)

·       ვიზაჟის მომსახურება – 5 სექტემბერი (13:00-16:00 სთ.)

·       კომპიუტერული ქსელი და სისტემები (ინტეგრირებული) – 6 სექტემბერი (11:00-13:00 სთ.)

·       სამკერვალო წარმოება – 6 სექტემბერი (13:00-15:00 სთ.)

·       ელექტროობა – 7 სექტემბერი (11:00-15:00 სთ.)

·       სამღებრო სამუშაოების შესრულება – 7 სექტემბერი (15:00-16:00 სთ.)

·       იატაკისა და ფილის სამუშაოები – 8 სექტემბერი (11:00-14:00 სთ.)

·       თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი – 8 სექტემბერი (14:00-16:00 სთ.)

·       შედუღება – 12 სექტემბერი (11:00-15:00 სთ.)

 

აპლიკანტებმა გასაუბრების ჩატარების თარიღის, ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაცია სატელეფონო ზარით მიიღეს. აღნიშნული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია პორტალზეც vet.emis.ge, აპლიკანტის პირად გვერდზე ასახულ საგამოცდო ბარათში.

მითითებულ დროს აპლიკანტი უნდა გამოცხადდეს კასპის კოლეჯში. იმ აპლიკანტებს, ვინც ვერ შეძლებენ დათქმულ დროს კოლეჯში მოსვლას, შესაძლებლობა ექნებათ გასაუბრებაზე გამოცხადდნენ 13 სექტემბერს.

შერჩევის საბოლოო შედეგები vet.emis.ge-ზე სექტემბრის ბოლოს აისახება.

ყველა აპლიკანტს ვუსურვებთ წარმატებას!

 

 

 

 

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტებთან გასაუბრების ეტაპი იწყება.