სიახლე

22 ივლისს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა კასპის პროფესიულ კოლეჯსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის.

მემორანდუმის მიზანია, ორმხმრივი თანამშრომლობის გზით ხელი შეეწყოს საქართველოს ტურიზმის მდგრად განვითარებას საგანმანათლებლო ტურიზმის მიმართულებით, კასპის კოლეჯის სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

  მემორანდუმი მოიაზრებს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა თუ პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას, რომლებიც მიმართული იქნება სამეცნიერო კვლევების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისაკენ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმდჯდომარემ ნატალია კვაჭანტირაძემ და კასპის პროფესიული კოლეჯის ხელმძღვანელმა მერაბ გოხელაშვილმა.