სიახლე

კასპის პროფესიულ კოლეჯში 2022 წლის სასწავლო წლისთვის ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, მებოსტნეობის დამატება იგეგმება. განაცხადი პროგრამის დამატების შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უკვე შეტანილია.

USAID/Zrda-ს დაფინანსებით კოლეჯში წინასწარ მოეწყო სასათბურე მეურნეობა, რაც საშუალებას მოგვცემს გავაუმჯობესოთ სასოფლო-სამეურნეო მიმართულების კურსები პროგრამაში პრაქტიკული კომპონენტის დამატებით.

კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს შეეძლება დასაქმდეს როგორც სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებში, ასევე, მართოს საკუთარი მეურნეობა და იყოს თვითდასაქმებული.

პროგრამის ხანგრძლივობა იქნება 1 წელი. კურსზე დაშვების წინაპირობა – საბაზო განათლება.