სიახლე

კასპის კოლეჯი სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს.

 

სსიპ კასპის კოლეჯი სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის მსურველთათვის რეგისტრაციას აცხადებს.

საბჭო სამეთვალყურეო ორგანოა, რომლის ძირითადი მოვალეობები გულისხმობს კოლეჯის განვითარებაში მონაწილეობის მიღებას, კოლეჯის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შეთანხმებასა და რეკომენდაციების შემუშავებას, კოლეჯისთვის ახალი პარტნიორების მოძიებაში დახმარებას და სხვას.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა შეუძლიათ:

ა) დამსაქმებლის წარმომადგენლებს (ორი წევრი);

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლებს (ერთი წევრი);

გ) საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს (ერთი წევრი);

საბჭოს უფლებამოსილების ვადაა 3 წელი.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის მსურველებს გთხოვთ, 2022 წლის 16-დან 25 მარტის ჩათვლით წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები: განცხადება წევრობის თაობაზე, პირადობის ასლი და ცნობა სამუშაო ადგილიდან.

საბუთები შეგიძლიათ წარმოადგინოთ ადგილზე, სსიპ კასპის კოლეჯში ან ელექტრონული ფორმით მისამართზე: hrkaspicollege@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: +995 598 82 95 39