სიახლე

რეგიონში კოლეჯის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით სკოლის მოსწავლეებთან თემატური შეხვედრები დასრულდა. სამი თვის განმავლობაში კასპის პროფესიულ კოლეჯში 30_მდე საჯარო სკოლის წარმომადგენლები ტუმრობდნენ.

შეხვედრების ფარგლებში დამსწრე პირებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს კასპის პროფესიული კოლეჯის, საგანმანათლებლო პროგრამებსა და საგანმანათლებლო დაწესებულების სამომავლო გეგმებზე. მოსწავლეებმა დათვალიერეს კოლეჯი და სასწავლო აღჭურვილობა.
მადლობა თითოეულ საჯარო სკოლას კასპის პროფესიულ კოლეჯთან აქტიური
თანამშრომლობისთვის.