სიახლე

კასპის კოლეჯის სტუდენტები კოლეჯებს შორის გამართული მაგიდის ჩოგბურთის ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ

11 მაისს, კასპის პროფესიულმა კოლეჯმა მონაწილეობა მიიღო მაგიდის ჩოგბურთის ღია ტურნირში, რომელიც ილია წინამძღვრიშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში გაიმართა.

ტურნირში მონაწილეობა 13 კოლეჯის 44 სტუდენტმა მიიღო. კასპის კოლეჯს სტუდენტები, გიორგი პაპიაშვილი, ლუკა სოზიაშვილი და გიორგი ქერდიკაშვილი წარმოადგენდნენ.

დაძაბული შეჯიბრის შედეგად, ფინალში ერთმანეთს კასპის კოლეჯის ორი სტუდენტი შეხვდა. გიორგი პაპიაშვილმა და ლუკა სოზიაშვილმა I-II ადგილები გაინაწილეს.