კასპის პროფესიულ კოლეჯს მიენიჭა უფლება განახორციელოს USAID ზრდის მიერ დაფინანსებული რეგიონული ტურისტული მეგზურის პროგრამა.
პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება ყველა ის აუცილებელი ცოდნა და უნარი, რაც საჭიროა რეგიონული ტურისტული მეგზურისთვის. პროგრამის ხანგრძლივობა იქნება ექვსი კვირა და რეგისტრაცია დაიწყება ოქტომბრიდან.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიმრავლით კასპის მუნიციპალიტეტი საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულია. განსაკუთრებულად გვახარებს ის ამბავი, რომ ჩვენი სტუდენტები რეგიონის ტურისტულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.
მადლობა USAID Zrda Activity in Georgia_ს კასპის პროფესიულ კოლეჯთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.