სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება

   დღეს კასპის პროფესიული კოლეჯის გუნდმა სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი გაიარა.    ტრენინგი შედგებოდა თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან, რომელსაც უძღვებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.    მადლობა ტრენერებს საინტერესო და ნაყოფიერი დღისთვის

სამუშაო ვიზიტი კოლეჯ მოდუსში

კასპის პროფესიული კოლეჯის გუნდი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა კოლეჯ “მოდუსს”.გავეცანით სასწავლო პროცესს, შევხვდით კოლეჯის თანამშრომლებს და დავგეგმეთ სამომავლო თანამშრომლობა.შეხვედრის მიზანია კოლეჯებს შორის პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბება.მადლობა მოდუსს საინტერესო შეხვედირსა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი კასპის რაიონის საჯარო სკოლებთან

   კასპის პროფესიული კოლეჯი აგრძელებს შეხვედრებს საჯარო სკოლის წარმომადგენლებთან. კასპის რაიონის 11 სკოლასთან გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და განვსაზღვრეთ სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.   მადლობა თითოეული სკოლის დირექტორს კასპის პროფესიულ კოლეჯთან თანამშრომლობისთვის.

საჯარო – კერძო დიალოგი

კასპის პროფესიულ კოლეჯში დიდი სტუმრიანობა გვქონდა, ვუმასპინძლეთ გერმანიის ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს თამარ ქიტიაშვილს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის დირექტორს ჰანს-იურგენ კასენსს, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარეს ანა საბახტარიშვილი, პარლამენტის წევრებს, ადგილობრივი თვითმართველობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს.  სამუშაო შეხვედრა ღია დიალოგის ფორმატში წარიმართა, განვიხილეთ პროფესიული კოლეჯის შესაძლებლობები, გამოწვევები და შევთანხმდით…

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი

     კასპის პროფესიულ კოლეჯს, საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და კასპის სკოლებს შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი.    მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება. სტუმრებმა დაათვალიერეს კოლეჯი და სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.

სამუშაო ვიზიტი კოლეჯ სპექტრში

   17 მარტს კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა როინ /მათე ტაკიძემ და კასპის პროფესიული კოლეჯის დირექტორმა მერაბ გოხელაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.   მემორანდუმის მიზანია კოლეჯებს შორის პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბება.ურთიერთანამშრომლობა.  

ურთერთთანამშრომლობის მემურანდომი

კასპის პროფესიული კოლეჯი სამუშაო ვიზიტით კონსტრუქტ2-ს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში კოლეჯებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.    მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს მხარეთა მიერ ერთი და იმავე პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამების ფარგლებში პროფესიული სტუდენტების მობილობის პროცესის ხელშეწყობა და ორგანიზება, ასევე აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებისა და აქტივობების განხორციელების გზით.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ვიზიტი

   კასპის პროფესიულ კოლეჯს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ესტუმრა. ბატონი არჩილი პროფესიული განათლების დიდი გულშემატკივარია.   ჩვენ სამომავლო თანამშრომლობაზე შევთანხმდით და შემდგომი ვიზიტიც დავგეგმეთ, როცა კოლეჯი სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

სსიპ კასპის კოლეჯსა და სსიპ კოლეჯ „იბერია“-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.    მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.    მემორანდუმის ფარგლებში, კოლეჯებს შორის დაგეგმილია გამოცდილების გაზიარება და საერთო პროექტების განხორციელება.