სიახლე
კასპის პროფესიულ კოლეჯში დიდი სტუმრიანობა გვქონდა, ვუმასპინძლეთ გერმანიის ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს თამარ ქიტიაშვილს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის დირექტორს ჰანს-იურგენ კასენსს, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარეს ანა საბახტარიშვილი, პარლამენტის წევრებს, ადგილობრივი თვითმართველობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს.
  სამუშაო შეხვედრა ღია დიალოგის ფორმატში წარიმართა, განვიხილეთ პროფესიული კოლეჯის შესაძლებლობები, გამოწვევები და შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე. დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგი მნიშვნელოვანია, რადგან კოლეჯის პროგრამები მორგებული იყოს რეგიონისა და ბიზნესის საჭიროებებზე.
    ჩვენ მივესალმებით მსგავსი ტიპის შეხვედრებს და ვგეგმავთ გავაგრძელოთ აღნიშნულ ფორმატში მუშაობა.

ვიდეიო ბმული: