კასპის პროფესიულ კოლეჯში დოკუმენტაციის მიღება დაიწყო
აპლიკანტების საყურადღებოდ:
კასპის პროფესიულ კოლეჯში დოკუმენტების მიღება დაიწყო!
დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელი იქნება 3 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00-18:00 სთ.-მდე პერიოდში, მისამართზე: ქ. კასპი, დ. აღმაშენებლის ქ. N168-ვ.
გთხოვთ, ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, მითითებულ ვადაში წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
ფოტოსურათი 3×4;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ნოტარიულად დამოწმებული ზოგადი საბაზო (9კლასი) ან სრული ზოგადი (12 კლასი) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, უმაღლესი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
არასრულწლოვანმა აპლიკანტებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
აპლიკანტის დაბადების მოწმობის ასლი;
მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
საჭიროების შემთხვევაში, მზრუნველობის შესახებ მშობლის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (მინდობილობა).
დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, აპლიკანტის ჩარიცხვა სასურველ პროფესიულ პროგრამაზე ვერ მოხერხდება.
გისურვებთ წარმატებებს!