სიახლე

კასპის პროფესიულ კოლეჯში რეგიონული ტურისტული მეგზურის მოკლევადიანი გადამზადების პროგრამის განხორციელება დაიწყო.

პროგრამა კარგი შესაძლებლობაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს გარკვეული ცოდნა ან სამუშაო გამოცდილება ტურისტულ სფეროში და სურს გახდეს სერტიფიცირებული გიდი.

პროგრამა მოიცავს საინტერესო პრაქტიკულ დავალებებს, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე. კურსის ბოლოს კი მსმენელებს ელოდებათ შემაჯამებელი გასვლითი ტური შიდა ქართლის რეგიონში. საბოლოოდ, კურსზე მიღებული ცოდნა მათ საშუალებას მისცემს, წვლილი შეიტანონ საკუთარი რეგიონის ტურისტულ განვითარებაში.

კურსი არის სრულიად უფასო და გაგრძელდება 6 კვირის განმავლობაში. კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ, პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს.