კასპის პროფესიული კოლეჯი სამუშაო ვიზიტით კონსტრუქტ2-ს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში კოლეჯებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს მხარეთა მიერ ერთი და იმავე პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამების ფარგლებში პროფესიული სტუდენტების მობილობის პროცესის ხელშეწყობა და ორგანიზება, ასევე აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებისა და აქტივობების განხორციელების გზით.