სიახლე

რაიონში კოლეჯის ცნობადობის ამაღლებისა და რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, კასპის პროფესიული კოლეჯის წარმომადგენლები შეხვდნენ კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე ისაუბრეს კასპის პროფესიულ კოლეჯზე, საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებზეც რეგისტრაცია დაიწყო და 20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს გადაეცათ საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებსაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაავრცელებენ.
მადლობა კასპის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ვახტანგ მაისურაძეს კოლეჯთან აქტიური თანამშრომლობისთვის.

შეხვედრების ფარგლებში დამსწრე პირებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს კასპის პროფესიული კოლეჯის, საგანმანათლებლო პროგრამებსა და საგანმანათლებლო დაწესებულების სამომავლო გეგმებზე. მოსწავლეებმა დათვალიერეს კოლეჯი და სასწავლო აღჭურვილობა.

მადლობა თითოეულ საჯარო სკოლას კასპის პროფესიულ კოლეჯთან აქტიური

თანამშრომლობისთვის.