სიახლე
   კასპის პროფესიულ კოლეჯსა და USAID/Zrda_ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორამდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ კასპის პროფესიულ კოლეჯში რეგიონული ტურ-გიდების პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაზე. აღნიშნული პროგრამისთვის საჭირო ინვენტარს, სალაშქრო აღჭურვილობას USAID\Zrda გადასცემს კოლეჯს.
   რეგიონული ტურ-გიდების პროგრამაზე რეგისტრაცია სულ ცოტა ხანში დაიწყება. აქვე გეტყვით, რომ მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და ახლო მომავალში იგეგმება 240 კვ.მ სადემონსტრაციო სათბურის მშენებლობა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროგრამების განსახორციელებლად.
   მადლობა USAID Zrda_ს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.