სიახლე

26 იანვარს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში „ინოვატორთა კლუბის“ პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

პროექტი პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრთან პარტნიორობით სამ კოლეჯში განხორციელდა და ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვა-განვითარებას ისახავდა მიზნად.

ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას, სხვა სპიკერებთან ერთად, სიტყვით მიმართეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა თამარ ქიტიაშვილმა და ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის დამფუძნებელმა, გიორგი ყანჩაველმა.

პროექტის შედეგები წარადგინეს კასპის პროფესიული კოლეჯის, კოლეჯი ,,აისისა’’  და ი. წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის წარმომადგენლებმაც. ღონისძიების ბოლოს კი გაიმართა პანელური დისკუსია პროექტში ჩართული სტუდენტების მონაწილეობით.

გაიმართა ასევე პროექტის ფარგლებში,,სოციალური კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის “კასპის კოლეჯის სტუდენტთა საჭიროებების შესწავლა სამეწარმეო და სხვა საკვანძო კომპეტენციების განვითარების მიმართულებით” შედეგების პრეზენტაცია.

კვლევის ანალიზი იხილეთ ბმულზე: https://drive.google.com/file/d/14PCRx9OT7xZw4Gj4leCtu7-4CjRfqZD_/view