სიახლე

   კასპის კოლეჯი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს მოიპოვებს ავტორიზაციის დებულებით განსაზღვრული პროცედურების და სტანდარტების გავლის შემთხვევაში. პროფესიული განათლების სისტემაში, ავტორიზაციის ახალი სტანდარტები დამტკიცდა, რომელის მიხედვითაც სასწავლებელი ხუთი სტანდარტის მიხედვით ფასდება. დაწესებულების ადამიანურ და მატერიალურ რესურსთან ერთად, ახალი რეგულაციით შეფასდება კოლეჯის სტრატეგიული ხედვა, სტუდენტური სერვისები, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები და მეტი აქცენტი გამახვილდება პროგრამების ხარისხზე.

   მხოლოდ ავტორიზებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული დიპლომის გაცემის უფლება. კასპის პროფესიული კოლეჯი ახლა ავტორიზაციის პროცესშია. ამ ეტაპზე ექპერტების ვიზიტი მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ველოდებით დასკვნას.

   მადლობა ექსპერტებს ნაყოფიერი მუშაობისთვის და თითოეულ თქვენგანს გულშემატკივრობისათვის.