კასპის კოლეჯი სურსათის უვნებლობის პროგრამას განახორციელებს

კასპის კოლეჯი გახდა პირველი პროფესიული სასწავლო დაწესებულება საქართველოში, რომელმაც მოიპოვა უფლება, რომ სურსათის უვნებლობის პროგრამა განახორციელოს. პროგრამა სრულად შემუშავებულია ადგილობრივ საწარმოებთან თანამშრომლობით, კასპის კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებლების, სოფიო გოხელაშვილისა და ელენე ფიცხელაურის მიერ. სწორედ ისინი გაუძღვებიან პროგრამას – სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა საწარმოში. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს გააზრებული ექნება სურსათის უვნებლობის ზოგადი ასპექტები, შეძლებს…

პირველი ინტეგრირებული პროგრამა კასპის კოლეჯში

კასპის პროფესიულ კოლეჯში 2022 წლის სასწავლო წლისთვის კიდევ ერთი გრძელვადიანი საგანმანათლებლო პროგრამის, კომპიუტერული ქსელი და სისტემები-ს დამატება იგეგმება. აღნიშნული პროგრამა იქნება პირველი ინტეგრირებული კურსი კასპის კოლეჯში, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ ის კურსდამთავრებულები, რომლებსაც მხოლოდ საბაზო განათლება აქვთ მიღებული, მიიღებენ სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს და სურვილის შემთხვევაში, შეძლებენ სწავლის უნივერსიტეტში გაგრძელებასაც. პროგრამის დასრულების…

კასპის კოლეჯში მებოსტნეობის პროგრამის დამატება იგეგმება

კასპის პროფესიულ კოლეჯში 2022 წლის სასწავლო წლისთვის ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, მებოსტნეობის დამატება იგეგმება. განაცხადი პროგრამის დამატების შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უკვე შეტანილია. USAID/Zrda-ს დაფინანსებით კოლეჯში წინასწარ მოეწყო სასათბურე მეურნეობა, რაც საშუალებას მოგვცემს გავაუმჯობესოთ სასოფლო-სამეურნეო მიმართულების კურსები პროგრამაში პრაქტიკული კომპონენტის დამატებით. კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს შეეძლება დასაქმდეს როგორც სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებში,…