თუ გინდა რომ შენი რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ ბევრ ადამიანს მოუყვე, მაშინ შენთვის კარგი ამბავი გვაქვს.
კასპის პროფესიულ კოლეჯს მიენიჭა უფლება განახორციელოს USAID ზრდის მიერ დაფინანსებული რეგიონული ტურისტული მეგზურის პროგრამა. პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება ყველა ის აუცილებელი ცოდნა და უნარი, რაც საჭიროა რეგიონული ტურისტული მეგზურისთვის. პროგრამის ხანგრძლივობა იქნება ექვსი კვირა და რეგისტრაცია დაიწყება ოქტომბრიდან. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიმრავლით კასპის მუნიციპალიტეტი საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულია. განსაკუთრებულად გვახარებს ის ამბავი, რომ ჩვენი სტუდენტები რეგიონის ტურისტულ…