Palitra News_ის სიუჟეტი კასპის პროფესიული კოლეჯის შესახებ

“კასპის პროფესიული კოლეჯი მზად არის სტუდენტების მისაღებად და სრული დატვირთვით მუშაობის დასაწყებად. ახლა ჯერი ჩვენს მოქალაქეებზეა, დარეგისტრირდით, მიიღეთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, გახდით პროფესიონალი და დასაქმდით”. 👇 იხილეთ Palitra News_ის სიუჟეტი კოლეჯის შესახებ. Facebook

თუ გინდა რომ შენი რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ ბევრ ადამიანს მოუყვე, მაშინ შენთვის კარგი ამბავი გვაქვს.

კასპის პროფესიულ კოლეჯს მიენიჭა უფლება განახორციელოს USAID ზრდის მიერ დაფინანსებული რეგიონული ტურისტული მეგზურის პროგრამა. პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება ყველა ის აუცილებელი ცოდნა და უნარი, რაც საჭიროა რეგიონული ტურისტული მეგზურისთვის. პროგრამის ხანგრძლივობა იქნება ექვსი კვირა და რეგისტრაცია დაიწყება ოქტომბრიდან. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიმრავლით კასპის მუნიციპალიტეტი საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულია. განსაკუთრებულად გვახარებს ის ამბავი, რომ ჩვენი სტუდენტები რეგიონის ტურისტულ…

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

რეგისტრაცია დაიწყება 12 ივლისიდან და გაგრძელდება 20 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: 1. ელექტროობა; 2. თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი; 3. ვიზაჟის მომსახურება; 4. კომპიუტერული ქსელი და სისტემები; 5. იატაკისა და ფილის სამუშაოები; 6. სამღებრო სამუშაოების შესრულება; 7. სამკერვალო წარმოება; 8. შედუღება.  ყველა პროგრამაზე სწავლა იქნება უფასო.  პროფესიული განათლების მიღების მსურველს რეგისტრაციის გავლა შეუძლია: – კასპის…

შეხვედრა კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან

რაიონში კოლეჯის ცნობადობის ამაღლებისა და რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, კასპის პროფესიული კოლეჯის წარმომადგენლები შეხვდნენ კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე ისაუბრეს კასპის პროფესიულ კოლეჯზე, საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებზეც რეგისტრაცია დაიწყო და 20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს გადაეცათ საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებსაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაავრცელებენ. მადლობა კასპის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ვახტანგ მაისურაძეს კოლეჯთან…

როგორ ფიქრობთ, არსებობს ქალისა და მამაკაცის პროფესიები?

როგორ ფიქრობთ, არსებობს ქალისა და მამაკაცის პროფესიები?გაიცანით მაკა, რომელიც შედუღების პროგრამაზე დარეგისტრირდა.გრძელდება რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.პროფესიული განათლების მიღების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ: – კასპის პროფესიულ კოლეჯში (მის: ქ.კასპი, დ.აღმაშენებლის N168ვ); – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში;– ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე vet.emis.geრეგისტრაციისთვის დაგჭირდებათ პირადობის მოწმობა და აქტიური ელექტრონული ფოსტა(email). რეგიტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გაგრძელდება 20 აგვისტოს ჩათვლით.