მისანიჭებელი კვალიფიკაცია

საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია სამკერვალო წარმოებაში/ Basic Vocational Qualification in Sewing Industry.

სწავლის ხანგრძლივობა და კრედიტები

სწავლის ხანგრძლივობა ქართულენოვანი სტუდენტებისთვის – 18 თვე; არაქართულენოვანი – 20 თვე.

სამკერვალო წარმოების კონცენტრაციის გავლის შემთხვევაში ქართულენოვანმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს 99 კრედიტი, ხოლო არაქართულენოვანმა 104 კრედიტი.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

საბაზო განათლება. 

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია, სამკერვალო წარმოებისათვის უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტის აღზრდა. სპეციალისტი შეძლებს ქალის, მამაკაცის, ბავშვის ტანსაცმლისა და სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო ნაწარმის კონსტრუირებას, მოდელირებას და მასალაში შესრულებას, ასევე, ქართული ეროვნული სამოსის მასალაში შესრულებას და დეკორატიულ გაფორმებას, ტანსაცმლის შეკეთებას, გადაკეთებას და აღდგენას, საკერავი მანქანებისა და თბურ-დანამვითი დანადგარების შერჩევა/გამოყენებას და სამკერვალო ნაწარმის ხარისხის კონტროლს.

პირს შეუძლია:
1. უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო ადგილის ორგანიზება;
2. შექმნას სხვადასხვა დანიშნულების ტანსაცმლის კომპოზიცია;
3. შეარჩიოს სამკერვალო ნაწარმის დამზადებისათვის საჭირო ძირითადი და
დამხმარე მასალები, დაამზადოს ჩანახაზი და გამოჭრას ქსოვილი;
4. გამოიყენოს ტანსაცმლის დამზადებისათვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების
სამკერვალო მანქანები და თბურ-დანამვითი დამუშავების მოწყობილობები;
5. დაამუშაოს ტექნოლოგიურად ტანსაცმლის დეტალები და ძირითადი კვანძები;
6. გაიანგარიშოს საწყისი მონაცემები ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის
კონსტრუქტორული დაგეგმარებისათვის;
7. განახორციელოს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის კონსტრუქტორული
დაგეგმარება და მოდელირება;
8. გააფორმოს დეკორატიულად ქართული ეროვნული სამოსი;
9. შეასრულოს მასალაში ქართული ეროვნული სამოსი;

10. შეასრულოს მასალაში ქალის ტანსაცმელი;
11. შეასრულოს მასალაში მამაკაცის ტანსაცმელი;
12. შეასრულოს მასალაში ბავშვის ტანსაცმელი;
13. შეასრულოს მასალაში სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო ნაწარმი;
14. გადააკეთოს ტანსაცმელი;
15. აღადგინოს ტანსაცმლის დაზიანებული უბნები.

პირს კრედიტი მიენიჭება სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე,
რომელიც შესაძლებელია:
ა) წინმსწრები ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების
აღიარებით;
ბ)არაფორმალური განათლების გზით მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) სწავლის შედეგების დადასტურება შეფასების გზით.
არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.
განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის
პრინციპების გამოყენებით.
განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე
დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას
და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:
ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;
ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.
განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში სტუდენტს
უფლება აქვს პროგრამის დასრულებამდე მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის
დამატებითი შეფასება. შეფასების მეთოდი/მეთოდები რეკომენდაციის სახით მოცემულია
მოდულებში.