მისანიჭებელი კვალიფიკაცია

საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია იატაკისა და ფილის სამუშაოებში/ Basic Vocational Qualification in Floor and Tile Works.

სწავლის ხანგრძლივობა და კრედიტები

სწავლის ხანგრძლივობა ქართულენოვანი სტუდენტებისთვის – 14 თვე; არაქართულენოვანი – 16 თვე.

იატაკისა და ფილის სამუშაოებში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებისათვის ქართულენოვანმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს 82 კრედიტი, არაქართულენოვანმა 97 კრედიტი.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

საბაზო განათლება. 

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია, მშენებლობის სფეროსთვის უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება იატაკისა და ფილის სამუშაოების მიმართულებით.

კურსდამთავრებულს შეუძლია:
1. მოამზადოს იატაკი და კედელი მოსაპირკეთებლად;
2. დაახარისხოს ფილები სხვადასხვა ფორმებად;
3. დაჭრას ფილები სხვადასხვა ფორმებად;
4. მოამზადოს დუღაბი და წებო-ცემენტის ნაზავი ფილებისა და მოზაიკური
ფილების დასაგებად;
5. დააგოს მეტლახის, გრანიტის, ვინილის ტიპის, რბილი და სხვადასხვა ზედაპირის
იატაკი;
6. განახორციელოს ბეტონისა და პოლიმერული სამრეწველო იატაკის მოჭიმვა;
7. დაამუშაოს გამშრალი დუღაბის და ქვიშა-ცემენტის ხსნარით დამზადებული
იატაკი;
8. მოაწყოს ფილისქვეშა ჰიდროიზოლაცია;
9. მოაწყოს იატაკი ხის მასალისგან უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

პირს კრედიტი მიენიჭება სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე,
რომელიც შესაძლებელია:
ა) წინმსწრები ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების
აღიარებით;
ბ)არაფორმალური განათლების გზით მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) სწავლის შედეგების დადასტურება შეფასების გზით.
არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.
განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის
პრინციპების გამოყენებით.
განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე
დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას
და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:
ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;
ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.
განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში სტუდენტს
უფლება აქვს პროგრამის დასრულებამდე მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის
დამატებითი შეფასება. შეფასების მეთოდი/მეთოდები რეკომენდაციის სახით მოცემულია
მოდულებში.