მისანიჭებელი კვალიფიკაცია

საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია კედლის დაფარვის სამუშაოებში/Basic Vocational Qualification in Wall Covering Works.

სწავლის ხანგრძლივობა და კრედიტები

სწავლის ხანგრძლივობა ქართულენოვანი სტუდენტებისთვის – 11 თვე, არაქართულენოვანი – 13 თვე.

თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟის პროგრამის გავლის შემთხვევაში ქართულენოვანმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს 58 კრედიტი, ხოლო არაქართულენოვანმა 73 კრედიტი.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

საბაზო განათლება. 

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია, მშენებლობის სფეროსთვის უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება კედლის თაბაშირ-მუყაოს  კონსტრუქციიების მოწყობის მიმართულებით.

კურსდამთავრებულს შეუძლია:
1. შეასრულოს თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოები;
2. განახორციელოს კარკასზე, კონსტრუქციაზე ფილების დამონტაჟება;
3. შეასრულოს შეკიდული ჭერებისა და მანსარდის სამონტაჟო სამუშაოები
უსაფრთხოების ნორმების დაცვით;
4. შეასრულოს ასაწყობი იატაკის სამონტაჟო სამუშაოები;
5. ააგოს მრუდწირული კონსტრუქციები.

პირს კრედიტი მიენიჭება სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე,
რომელიც შესაძლებელია:
ა) წინმსწრები ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების
აღიარებით;
ბ)არაფორმალური განათლების გზით მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) სწავლის შედეგების დადასტურება შეფასების გზით.
არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.
განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის
პრინციპების გამოყენებით.
განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე
დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას
და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:
ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;
ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.
განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში სტუდენტს
უფლება აქვს პროგრამის დასრულებამდე მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის
დამატებითი შეფასება. შეფასების მეთოდი/მეთოდები რეკომენდაციის სახით მოცემულია
მოდულებში.