მისანიჭებელი კვალიფიკაცია

საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია შედუღებაში/ Basic Vocational Qualification in Welding. 

სწავლის ხანგრძლივობა და კრედიტები

სწავლის ხანგრძლივობა ქართულენოვანი სტუდენტებისთვის – 6 თვე; არაქართულენოვანი – 8 თვე.

შედუღებაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებისთვის ქართულენოვანმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს 38 კრედიტი, ხოლო არაქართულენოვანმა 53 კრედიტი.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

საბაზო განათლება. 

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია უზრუნველყო როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება შედუღების მიმართულებით.

სწავლის შედეგები საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის შედუღების მიმართულებით
1. შეადუღოს ლითონის ნაწილები აირის სანთურით, ელექტრორკალით, თერმული
ნაერთებით ან სხვა მეთოდებით;
2. გამოიყენოს სარჩილავი ტყვიის შემცველი ნაკეთობების (მილების, ზედაპირების
და სხვა) შესაკეთებლად;
3. შეაერთოს ლითონის ნაწილები მყარი კომპონენტით;
4. დაჭრას ლითონი აირის სანთურის ან ელექტრორკალის გამოყენებით;
5. შეაერთოს ლითონის ნაწილები ხელის სარჩილავით, რბილი კომპონენტით;
6. შეარჩიოს თერმული მომზადების, მორგების, შედუღების პროცესის რეჟიმი
მასალის არასასურველი დეფორმაციის, გადახურების, გადაგრეხის, შეკუმშვის,
გაფართოების აცილების მიზნით;
7. დაადგინოს დეფექტები და წუნები;
8. შეამოწმოს შესრულებული სამუშაოების სიზუსტე სპეციფიკაციით დადგენილ
ნორმებთან შესაბამისობაზე.

პირს კრედიტი მიენიჭება სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე,
რომელიც შესაძლებელია:
ა) წინმსწრები ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების
აღიარებით;
ბ)არაფორმალური განათლების გზით მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) სწავლის შედეგების დადასტურება შეფასების გზით.
არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.
განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის
პრინციპების გამოყენებით.
განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე
დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას
და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:
ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;
ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.
განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში სტუდენტს
უფლება აქვს პროგრამის დასრულებამდე მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის
დამატებითი შეფასება. შეფასების მეთოდი/მეთოდები რეკომენდაციის სახით მოცემულია
მოდულებში.