მისანიჭებელი კვალიფიკაცია

საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია კედლის დაფარვის სამუშაოებში/ Basic Vocational Qualification in Wall Covering Works.

სწავლის ხანგრძლივობა და კრედიტები

სწავლის ხანგრძლივობა ქართულენოვანი სტუდენტებისთვის – 10 თვე; არაქართულენოვანი – 12 თვე.

ელექტროობაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებისთვის ქართულენოვანმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს 58 კრედიტი, ხოლო არაქართულენოვანმა 73 კრედიტი.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

საბაზო განათლება. 

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია, მშენებლობის სფეროსთვის უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება სამღებრო სამუშაოების შესრულების მიმართულებით.

კურსდამთავრებულს შეუძლია:
1. დაამუშაოს ზედაპირები;
2. შეღებოს ზედაპირები;
3. დაგრუნტოს ინტერიერი და ექსტერიერი;
4. მოაწყოს ჭერის, კედლის კუთხეებზე, ჭაღის, კარისა და ფანჯრების გარშემო
დეკორაციები;
5. გააკრას ინტერიერში შპალერი;
6. განახორციელოს თბოსაიზოლაციო და ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები
უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

პირს კრედიტი მიენიჭება სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე,
რომელიც შესაძლებელია:
ა) წინმსწრები ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების
აღიარებით;
ბ)არაფორმალური განათლების გზით მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) სწავლის შედეგების დადასტურება შეფასების გზით.
არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.
განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის
პრინციპების გამოყენებით.
განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე
დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას
და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:
ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;
ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.
განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში სტუდენტს
უფლება აქვს პროგრამის დასრულებამდე მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის
დამატებითი შეფასება. შეფასების მეთოდი/მეთოდები რეკომენდაციის სახით მოცემულია
მოდულებში.