მისანიჭებელი კვალიფიკაცია

საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია თმისა და სილამაზის მომსახურებაში / Basic Vocational Qualification in Hair and Beauty Services.

სწავლის ხანგრძლივობა და კრედიტები

სწავლის ხანგრძლივობა ქართულენოვანი სტუდენტებისთვის – 10 თვე; არაქართულენოვანი –12 თვე.

ვიზაჟის მომსახურების კონცენტრაციის გავლის შემთხვევაში ქართულენოვანმა სტუდენტმა კვალიფიკაციის მინიჭებისთვის უნდა დააგროვოს 53 კრედიტი, ხოლო არაქართულენოვანმა 68 კრედიტი.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

საბაზო განათლება. 

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია, თმისა და სილამაზის სფერო უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრებით ვიზაჟის მიმართულებით, რომლებიც შეძლებენ წარბის კორექციას, წამწამების კორექციას, სხვადასხვა სახის მაკიაჟის შესრულებასა და ესთეტიკურ დერმოპიგმენტაციას.

კურსდამთავრებულს შეუძლია:
1. გააკეთოს წარბების კორექცია;
2. გააკეთოს წამწამების კორექცია;
3. შეარჩიოს/შეასრულოს მაკიაჟის ტიპი;
4. შეასრულოს საქორწინო მაკიაჟი;
5. შეასრულოს დეკოლტეს მაკიაჟი;
6. შეასრულოს გრიმი;
7. შეასრულოს თვალის ესთეტიკური დერმოპიგმენტაცია;
8. შეასრულოს წამწამის ესთეტიკური დერმოპიგმენტაცია;
9. შეასრულოს წარბის ესთეტიკური დერმოპიგმენტაცია;
10. შეასრულოს ტუჩის ესთეტიკური დერმოპიგმენტაცია.

პირს კრედიტი მიენიჭება სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე,
რომელიც შესაძლებელია:
ა) წინმსწრები ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების
აღიარებით;
ბ)არაფორმალური განათლების გზით მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) სწავლის შედეგების დადასტურება შეფასების გზით.
არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.
განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის
პრინციპების გამოყენებით.
განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე
დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას
და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:
ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;
ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.
განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში სტუდენტს
უფლება აქვს პროგრამის დასრულებამდე მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის
დამატებითი შეფასება. შეფასების მეთოდი/მეთოდები რეკომენდაციის სახით მოცემულია
მოდულებში.