მისანიჭებელი კვალიფიკაცია
საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ელექტროობაში/Basic Vocational Qualification in Electricity.
სწავლის ხანგრძლივობა და კრედიტები
სწავლის ხანგრძლივობა ქართულენოვანი სტუდენტებისთვის – 8 თვე, არაქართულენოვანი – 11 თვე.
ელექტროობაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებისთვის ქართულენოვანმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს 52 კრედიტი, ხოლო არაქართულენოვანმა 67 კრედიტი.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
საბაზო განათლება.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება ელექტროობაში.
კურსდამთავრებულს შეუძლია:
1. გაუწიოს დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება;
2. გამოიყენოს ელექტრული ტექნოლოგიები, ელექტროობის წარმოების, გადაცემისა და
განაწილების საშუალებები;
3. დაამონტაჟოს და შეამოწმოს განათება და ელექტრული წრედები საშინაო და მცირე
საწარმოო გარემოში;
4. მოიპოვოს და გამოიყენოს საინჟინრო ინფორმაცია საკომუნიკაციო ტექნოლოგიის
(ICT) გამოყენებით;
5. გამოთვალოს ფიგურათა მოცულობა, ფართობი და გამოიყენოს მონაცემთა გამოსახვის
სტატისტიკური მეთოდები;
6. წაიკითხოს და დახაზოს საინჟინრო ნახაზები სხვადასხვა ტექნიკის, მათ შორის
კომპიუტერზე დაფუძნებული ხაზვის სისტემის (CAD) გამოყენებით;
7. შექმნას და წარადგინოს პროექტი.
პირს კრედიტი მიენიჭება სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე,
რომელიც შესაძლებელია:
ა) წინმსწრები ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების
აღიარებით;
ბ)არაფორმალური განათლების გზით მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) სწავლის შედეგების დადასტურება შეფასების გზით.
არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.
განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის
პრინციპების გამოყენებით.
განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე
დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას
და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:
ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;
ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.
განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში სტუდენტს
უფლება აქვს პროგრამის დასრულებამდე მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის
დამატებითი შეფასება. შეფასების მეთოდი/მეთოდები რეკომენდაციის სახით მოცემულია
მოდულებში.