კასპის პროფესიული კოლეჯის ოფიციალურად გახსნა

30 ოქტომბერს ქალაქ კასპში 200 სტუდენტზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების, სამსართულიანი, სრულად ადაპტირებული პროფესიული კოლეჯი გაიხსნა. რეგიონში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის, ხარისხიანი განათლების მიწოდებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება აშენდა. კოლეჯი ორიენტირებულია შრომის ბაზრისთვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაზე. შენობა აღჭურვილია უახლესი სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ინვენტარითა და თანამედროვე მანქანა-დანადგარებით. კოლეჯის ტერიტორიაზე განთავსებულია: ბიბლიოთეკა, კეთილმოწყობილი…