შეხვედრა კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან
რაიონში კოლეჯის ცნობადობის ამაღლებისა და რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, კასპის პროფესიული კოლეჯის წარმომადგენლები შეხვდნენ კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე ისაუბრეს კასპის პროფესიულ კოლეჯზე, საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებზეც რეგისტრაცია დაიწყო და 20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს გადაეცათ საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებსაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაავრცელებენ. მადლობა კასპის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ვახტანგ მაისურაძეს კოლეჯთან…