სკოლის მოსწავლეების ვიზიტები კოლეჯში

რეგიონში კოლეჯის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით სკოლის მოსწავლეებთან თემატური შეხვედრები დასრულდა. სამი თვის განმავლობაში კასპის პროფესიულ კოლეჯში 30_მდე საჯარო სკოლის წარმომადგენლები ტუმრობდნენ. შეხვედრების ფარგლებში დამსწრე პირებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს კასპის პროფესიული კოლეჯის, საგანმანათლებლო პროგრამებსა და საგანმანათლებლო დაწესებულების სამომავლო გეგმებზე. მოსწავლეებმა დათვალიერეს კოლეჯი და სასწავლო აღჭურვილობა. მადლობა თითოეულ საჯარო სკოლას კასპის პროფესიულ კოლეჯთან აქტიური თანამშრომლობისთვის.  

პროგრამებზე რეგისტრაცია

კასპი პროფესიულ კოლეჯში ივლისიდან იწყება რეგისტრაცია შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: 1. ელექტროობა; 2. თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი; 3. ვიზაჟის მომსახურება; 4. კომპიუტერული ქსელი და სისტემები; 5. იატაკისა და ფილის სამუშაოები; 6. სამღებრო სამუშაოების შესრულება; 7. სამკერვალო წარმოება; 8. შედუღება. სწავლა ყველა პროგრამაზე სრულად დაფინანსებული იქნება სახელმწიფოს მიერ. პროფესიული განათლების მიღების მსურველს რეგისტრაციის გავლა შეუძლია: – კასპის…

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ საქართველოს გაეროს ასოციაციისასა (UNAG) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდთან (OSGF). აღნიშნული ორგანიზაციები ახორციელებენ პროექტს “ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“. მემორანდუმის მიზანია, პროექტის ფარგლებში მხარეებს შორის თანამშრომლობით ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა. პროექტის ფარგლებში პროფესიული სასწავლებლების ჩართულობით იგეგმება სახელმძღვანელოების: ეფექტური კომუნიკაცია, პროექტის მართვა, ციფრული თანამშრომლობა და პროდუქტიულობა, მეწარმეობა შემუშავება. ასევე…