რა არის ავტორიზაცია?

   კასპის კოლეჯი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს მოიპოვებს ავტორიზაციის დებულებით განსაზღვრული პროცედურების და სტანდარტების გავლის შემთხვევაში. პროფესიული განათლების სისტემაში, ავტორიზაციის ახალი სტანდარტები დამტკიცდა, რომელის მიხედვითაც სასწავლებელი ხუთი სტანდარტის მიხედვით ფასდება. დაწესებულების ადამიანურ და მატერიალურ რესურსთან ერთად, ახალი რეგულაციით შეფასდება კოლეჯის სტრატეგიული ხედვა, სტუდენტური სერვისები, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები და მეტი აქცენტი გამახვილდება პროგრამების ხარისხზე.   …

სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება

   დღეს კასპის პროფესიული კოლეჯის გუნდმა სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი გაიარა.    ტრენინგი შედგებოდა თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან, რომელსაც უძღვებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.    მადლობა ტრენერებს საინტერესო და ნაყოფიერი დღისთვის

სამუშაო ვიზიტი კოლეჯ მოდუსში

კასპის პროფესიული კოლეჯის გუნდი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა კოლეჯ “მოდუსს”.გავეცანით სასწავლო პროცესს, შევხვდით კოლეჯის თანამშრომლებს და დავგეგმეთ სამომავლო თანამშრომლობა.შეხვედრის მიზანია კოლეჯებს შორის პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბება.მადლობა მოდუსს საინტერესო შეხვედირსა და გამოცდილების გაზიარებისთვის.