ჩვენი კოლეჯის შესახებ

2020 წლის 25 მარტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კასპის კოლეჯი. 

რეგიონში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის, ხარისხიანი განათლების მიწოდებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით კასპის მუნიციპალიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება აშენდა. კოლეჯი ორიენტირებულია შრომის ბაზარის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაზე. 

შენობა აღჭურვილია უახლესი სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ინვენტარითა და თანამედროვე მანქანა-დანადგარებით. კოლეჯის ტერიტორიაზე განთავსებულია: ბიბლიოთეკა, კეთილმოწყობილი ეზო, ტექნოპარკი, მოსასვენებელი და გასრთობი სივრცე. რაც მთავარია, კურსდამთავრებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას ეძლევა შანსი, პროგრამის დასრულებისთანავე დასაქმდეს.

კოლეჯის მისია:

სსიპ კასპის კოლეჯის მისიაა რეგიონში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა და ხარისხიანი განათლების მიწოდება. ასევე რეგიონის და ქვეყნის სოციალურეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება მრავალპროფილური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გზით.

კოლეჯის ხედვა:

დაწესებულების ხედვაა 2030 წლისათვის წარმოადგენდეს საქართველოში ლიდერ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც მაღალკვალიფიციური კადრებით მოამარაგებს შრომის ბაზარს.

კოლეჯის ღირებულებები:

კოლეჯის საქმიანობა ეფუძნება ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა პროფესიონალიზმი, სამართლიანობა, უწყვეტი განვითარება, ინოვაციურობა და გუნდურობა.

კოლეჯის მიზნები:

  • შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი პროგრამების განხორციელება;
  • მდგრადი ფინანსური და მატერიალური რესურსის შექმნა და  განვითარება;
  • დაწესებულების ცნობადობის გაზრდა;
  • პროფესიული სტუდენტების/მსმენელების და დაწესებულების პერსონალის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა  და მუდმივი გაუმჯობესება.

ჩვენი პარტნიორები