პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო! კასპის კოლეჯი 2023-2024 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- კომპიუტერული ქსელი და სისტემები – 14 თვე;
- ვიზაჟის მომსახურება – 10 თვე;
- სამკერვალო წარმოება – 18 თვე;
- ელექტროობა – 8 თვე;
- იატაკისა და ფილის სამუშაოები – 14 თვე;
- შედუღება – 6 თვე;
- მებოსტნეობა – 11 თვე.
აპლიკანტებისთვის სასურველ პროგრამაზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 10 სექტემბრის ჩათვლით:
- პორტალზე – www.vet.emis.ge
- ან კასპის კოლეჯში – მის. ქ. კასპი, დ. აღმაშენებლის 168-ვ.
თითოეულ პროგრამაზე სწავლა დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ.
სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული, პროფესიული განათლების დამადასტურებელი ორენოვანი დიპლომი.