პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო.

კასპის პროფესიული კოლეჯი 2022-2023 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • კომპიუტერული ქსელი და სისტემები (ინტეგრირებული) – 36 თვე;
  • ვიზაჟის მომსახურება – 10 თვე;
  • სამკერვალო წარმოება – 18 თვე;
  • თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი – 11 თვე;
  • ელექტროობა – 8 თვე;
  • იატაკისა და ფილის სამუშაოები – 14 თვე;
  • შედუღება – 6 თვე;
  • სამღებრო სამუშაოების შესრულება – 10 თვე;
  • მებოსტნეობა – 11 თვე.

თითოეულ პროგრამაზე დაშვების წინაპირობა – 9 კლასის განათლება.

სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული, პროფესიული განათლების დამადასტურებელი ორენოვანი დიპლომი.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 22 აგვისტოს ჩათვლით:

  • პორტალზე – www.vet.emis.ge
  • კასპის კოლეჯში – მის. ქ. კასპი, დ. აღმაშენებლის 168-ვ.

დაეუფლე პროფესიას სრულიად უფასოდ, დასაქმდი უმოკლეს დროში!