კასპის კოლეჯში გაიმართა სტუდენტური ტურნირი ტენისსა და ბილიარდში

კასპის კოლეჯში გაიმართა სტუდენტური ტურნირი ტენისსა და ბილიარდში

17 ივნისს კასპის პროფესიულ კოლეჯში გაიმართა სტუდენტური ტურნირი ტენისსა და ბილიარდში.

ღონისძიება სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერის ფარგლებში ჩატარდა და მონაწილეობა ჯამში 20-მდე სტუდენტმა მიიღო.

სტუდენტებმა არაჩვეულებრივი თამაში აჩვენეს. დაძაბული შეჯიბრის ბოლოს კი ღირსეული გამარჯვებულებიც გამოვავლინეთ.

ტენისის სტუდენტური ტურნირის გამარჯვებულები არიან:

  • I ადგილი – ვასილ სოზიაშვილი;
  • II ადგილი – გიორგი თამარაშვილი;
  • III ადგილი – ლუკა პიპანაშვილი;

ხოლო ბილიარდის ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ:

  • I ადგილი – რატი მაღალაშვილი;
  • II ადგილი – მათე ქარელიძე;
  • III ადგილი – ბექა ბექაური;

მსაჯებისა და გულშემატკივრების ერთობლივი გადაწყვეტილებით, გამოვავლინეთ რჩეული მოთამაშეებიც:

  • ბილიარდი – თამუნა დალაქიშვილი;
  • ტენისი – ზეინაბ ზაქარაშვილი;

გამარჯვებულებს კოლეჯისგან პრიზები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ სტუდენტებს, დამატებით, სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.