მისანიჭებელი კვალიფიკაცია

საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია მებოსტნეობაში / Basic Vocational Qualification in

Horticulture.


სწავლის ხანგრძლივობა და კრედიტები

სწავლის ხანგრძლივობა ქართულენოვანი სტუდენტებისთვის – 11 თვე;

არაქართულენოვანი – 14 თვე.

კვალიფიკაციის მისანიჭებლად ქართულენოვანმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს 60

კრედიტი, ხოლო არაქართულენოვანმა – 75 კრედიტი.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

საბაზო განათლება.


პროგრამის მიზანი

პროგრამის ფარგლებში სტუდენტი შეისწავლის ბოსტნეული კულტურების მოყვანსა და

მოვლას. აღნიშნული პროგრამა მოიცავს აგრარული მეურნეობის მენეჯმენტსა და

ფუნქციონირებას.


(ამ ორს ვტვირთავთ სიახლეებში)

12 ივლისის თარიღით

ხელით ელექტრორკალური შედუღების მოკლევადიან მომზადების პროგრამაზე


რეგისტრაცია დაიწყო


კასპის პროფესიულ კოლეჯში ხელით ელექტრორკალური შედუღების მოკლევადიან

მომზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო!

პროგრამის ფარგლებში თქვენ შეძლებთ უფასოდ შეისწავლოთ:

 ელექტრორკალური შედუღების ტექნოლოგიის თავისებურება;

 სამუშაო ნახაზის, ტექნოლოგიური ინსტრუქციისა და ტექნოლოგიური რუკის

წაკითხვა;

 უსაფრთხოების წესების დაცვით, შესადუღებელი დეტალების ხელით რკალურ

შედუღება სხვადასხვა სივრცულ მდებარეობაში (ქვედა, ჰორიზონტალური,

ვერტიკალური, ჭერისული);

 შესრულებული სამუშაოს შესახებ დოკუმენტაციის შედგენა და სხვა.

პროგრამა მოიცავს ანაზღაურებად სტაჟირებას პარტნიორ კომპანიაში – ქართული

საექსპორტო წარმოება, რაც მსმენელებს პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებასა

და სწავლის დასრულების შემდეგ მარტივად დასაქმებაში დაეხმარება.

პროგრამის მხარდამჭერია „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება

სამხრეთ კავკასიაში’’ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ),

რომლის ჩართულობითაც განხორციელდა პროგრამის შემუშავებისა და პარტნიორთან

მოლაპარაკების პროცესი.

პროგრამა დაფინანსებულია პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.

პროგრამის პარტნიორია შპს ქართული საექსპორტო წარმოება.

12 ივლისიდან 7 აგვისტომდე დარეგისტრირდით:

 პორტალზე – vet.emis.ge

 ან კასპის კოლეჯში – მის. ქ. კასპი, დ. აღმაშენებლის ქ. N168 ვ.

პროგრამის ხანგრძლივობა – 10 კვირა;

დაშვების წინაპირობა:

 საბაზო განათლება;

 ფორმა N100.

სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული

ორენოვანი სერტიფიკატი.


15 ივლისის თარიღით


კასპის კოლეჯი აცხადებს მიღებას რეგიონალური ტურისტული მეგზურის მოკლევადიან


გადამზადების პროგრამაზე


კასპის პროფესიულ კოლეჯში რეგიონალური ტურისტული მეგზურის მოკლევადიან

გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო!

თუ გსურს გახდე სერტიფიცირებული გიდი, პროგრამის ფარგლებში შენ შეძლებ

სრულიად უფასოდ დაეუფლო ექსკურსიის დამოუკიდებლად წარმართვის საჭირო

ცოდნას, მათ შორის, როგორიცაა სალაშქრო ინვენტარის გამოყენება, ჯგუფის გაძღოლა,

ობიექტის დემონსტრირებისა და უსაფრთხოების საკითხები.

პროგრამით გათვალისწინებულია რეგიონის სპეციფიკაზე მორგებული არაერთი

პრაქტიკული სამუშაო, საფეხმავლო ტური და შემაჯამებელი ექსკურსია, რაც

დაგეხმარება გამოიმუშავო ტურისტული მეგზურისთვის საჭირო უნარები და დასაქმდე

ტურიზმის მიმართულებით.

პროგრამა მომზადებულია USAID-ის დაფინანსებით, კონსულტაციისა და ტრენინგის

ცენტრის (CTC) მიერ. მოდიფიცირებულია კასპის კოლეჯის მიერ.

15 ივლისიდან 2 აგვისტომდე დარეგისტრირდით:

 პორტალზე – vet.emis.ge

 ან კასპის კოლეჯში – მის. ქ. კასპი, დ. აღმაშენებლის ქ. N168 ვ.

პროგრამის ხანგრძლივობა – 10 კვირა;

დაშვების წინაპირობა:

 საშუალო განათლება;

 გარკვეული ცოდნა ან სამუშაო გამოცდილება ტურისტულ სფეროში;

 ინგლისური ენა – B2 დონე;

სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული

ორენოვანი სერტიფიკატი.