კასპის პროფესიულ კოლეჯში სამეწარმეო „იდეათონი“ გაიმართა

23 დეკემბერს კასპის პროფესიულ კოლეჯში მასშტაბური სამეწარმეო „იდეათონი“ გაიმართა! იდეების კონკურსში მონაწილეობა სტუდენტებისგან შემდგარმა 10-მა გუნდმა მიიღო. მონაწილე გუნდებმა აუდიტორიასა და ჟიურის საკუთარი ბიზნეს იდეები წარუდგინეს. გამარჯვებულ გუნდებს კი კასპის პროფესიული კოლეჯისგან თავისი იდეების განსახორციელებლად სხვადასხვა ოდენობით საწყისი კაპიტალი გადაეცათ! 1 500 ლარი – ლალი ჯაფარაძე, მებოსტნეობის პროგრამის სტუდენტი. ლალი მოპოვებულ ჯილდოს თავისი საკონდიტრო წარმოების გასაფართოებლად […]
კასპის პროფესიულ კოლეჯში დოკუმენტაციის მიღება დაიწყო

კასპის პროფესიულ კოლეჯში დოკუმენტაციის მიღება დაიწყო აპლიკანტების საყურადღებოდ: კასპის პროფესიულ კოლეჯში დოკუმენტების მიღება დაიწყო! დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელი იქნება 3 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00-18:00 სთ.-მდე პერიოდში, მისამართზე: ქ. კასპი, დ. აღმაშენებლის ქ. N168-ვ. გთხოვთ, ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, მითითებულ ვადაში წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია: ფოტოსურათი 3×4; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ნოტარიულად დამოწმებული ზოგადი საბაზო (9კლასი) ან სრული ზოგადი (12 […]
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტებთან გასაუბრების ეტაპი იწყება.

კასპის კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტებთან გასაუბრების ეტაპი იწყება. გთავაზობთ გასაუბრების განრიგს პროგრამების მიხედვით: მებოსტნეობა – 5 სექტემბერი (11:00-13:00 სთ.) ვიზაჟის მომსახურება – 5 სექტემბერი (13:00-16:00 სთ.) კომპიუტერული ქსელი და სისტემები (ინტეგრირებული) – 6 სექტემბერი (11:00-13:00 სთ.) სამკერვალო წარმოება – 6 სექტემბერი (13:00-15:00 სთ.) ელექტროობა – 7 სექტემბერი (11:00-15:00 სთ.) სამღებრო სამუშაოების შესრულება – […]
კასპის კოლეჯი აცხადებს მიღებას რეგიონალური ტურისტული მეგზურის მოკლევადიან გადამზადების პროგრამაზე

კასპის პროფესიულ კოლეჯში რეგიონალური ტურისტული მეგზურის მოკლევადიან გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო! თუ გსურს გახდე სერტიფიცირებული გიდი, პროგრამის ფარგლებში შენ შეძლებ სრულიად უფასოდ დაეუფლო ექსკურსიის დამოუკიდებლად წარმართვის საჭირო ცოდნას, მათ შორის, როგორიცაა სალაშქრო ინვენტარის გამოყენება, ჯგუფის გაძღოლა, ობიექტის დემონსტრირებისა და უსაფრთხოების საკითხები. პროგრამით გათვალისწინებულია რეგიონის სპეციფიკაზე მორგებული არაერთი პრაქტიკული სამუშაო, საფეხმავლო ტური და შემაჯამებელი ექსკურსია, რაც […]
ხელით ელექტრორკალური შედუღების მოკლევადიან მომზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

კასპის პროფესიულ კოლეჯში ხელით ელექტრორკალური შედუღების მოკლევადიან მომზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო! პროგრამის ფარგლებში თქვენ შეძლებთ უფასოდ შეისწავლოთ: ელექტრორკალური შედუღების ტექნოლოგიის თავისებურება; სამუშაო ნახაზის, ტექნოლოგიური ინსტრუქციისა და ტექნოლოგიური რუკის წაკითხვა; უსაფრთხოების წესების დაცვით, შესადუღებელი დეტალების ხელით რკალურ შედუღება სხვადასხვა სივრცულ მდებარეობაში (ქვედა, ჰორიზონტალური, ვერტიკალური, ჭერისული); შესრულებული სამუშაოს შესახებ დოკუმენტაციის შედგენა და სხვა. პროგრამა მოიცავს ანაზღაურებად სტაჟირებას […]
კასპის კოლეჯში გაიმართა სტუდენტური ტურნირი ტენისსა და ბილიარდში

კასპის კოლეჯში გაიმართა სტუდენტური ტურნირი ტენისსა და ბილიარდში 17 ივნისს კასპის პროფესიულ კოლეჯში გაიმართა სტუდენტური ტურნირი ტენისსა და ბილიარდში. ღონისძიება სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერის ფარგლებში ჩატარდა და მონაწილეობა ჯამში 20-მდე სტუდენტმა მიიღო. სტუდენტებმა არაჩვეულებრივი თამაში აჩვენეს. დაძაბული შეჯიბრის ბოლოს კი ღირსეული გამარჯვებულებიც გამოვავლინეთ. ტენისის სტუდენტური ტურნირის გამარჯვებულები არიან: I ადგილი – ვასილ სოზიაშვილი; II ადგილი – გიორგი […]
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო. კასპის პროფესიული კოლეჯი 2022-2023 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: კომპიუტერული ქსელი და სისტემები (ინტეგრირებული) – 36 თვე; ვიზაჟის მომსახურება – 10 თვე; სამკერვალო წარმოება – 18 თვე; თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი – 11 თვე; ელექტროობა – 8 თვე; იატაკისა და ფილის სამუშაოები – […]
კასპის კოლეჯი სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს

კასპის კოლეჯი სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს. სსიპ კასპის კოლეჯი სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის მსურველთათვის რეგისტრაციას აცხადებს. საბჭო სამეთვალყურეო ორგანოა, რომლის ძირითადი მოვალეობები გულისხმობს კოლეჯის განვითარებაში მონაწილეობის მიღებას, კოლეჯის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შეთანხმებასა და რეკომენდაციების შემუშავებას, კოლეჯისთვის ახალი პარტნიორების მოძიებაში დახმარებას და სხვას. სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა […]
კასპის კოლეჯი სურსათის უვნებლობის პროგრამას განახორციელებს

კასპის კოლეჯი გახდა პირველი პროფესიული სასწავლო დაწესებულება საქართველოში, რომელმაც მოიპოვა უფლება, რომ სურსათის უვნებლობის პროგრამა განახორციელოს. პროგრამა სრულად შემუშავებულია ადგილობრივ საწარმოებთან თანამშრომლობით, კასპის კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებლების, სოფიო გოხელაშვილისა და ელენე ფიცხელაურის მიერ. სწორედ ისინი გაუძღვებიან პროგრამას – სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა საწარმოში. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს გააზრებული ექნება სურსათის უვნებლობის ზოგადი ასპექტები, შეძლებს […]