21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს!

 21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს!  ამ დღის დაწესების მიზანს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.  მიეცი თავის გამოჩენის საშუალება – კასპის კოლეჯისთვის ეს გზავნილი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების სისტემის ფორმირებას და აქტიურ ცხოვრებაში მათ სრულყოფილ ჩართვას ნიშნავს! #ერთადდავასრულოთსტერეოტიპები #დაუნისსინდრომისმსოფლიოდღე #21მარტი

კასპის კოლეჯში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

კასპის კოლეჯში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლა განახლდა შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: მებოსტნეობა სამკერვალო წარმოება იატაკისა და ფილის სამუშოები შედუღება ელექტროობა კომპიუტერული ქსელი და სისტემები ვიზაჟის მომსახურება

პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვა

უმოკლესი გზა დასაქმებამდე პროფესიულ განათლებაშია, ხაზგასმით აღინიშნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაზე: „პროფესიული განათლება ახალი ხედვა“, რომელიც პროფესიული განათლების სისტემაში დამსაქმებლების ჩართულობის გაძლიერებასა და მათთვის საჯარო შეთავაზებას გულისხმობს. ახალი ხედვის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება, კერძო სექტორთან ერთად, პროფესიული განათლების მიწოდებაში მონაწილეობაა, რაც ითვალისწინებს საჯარო-კერძო პარტნიორობის ჩამოყალიბებას და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად […]

ინფორმაცია აპლიკანტთა რეიტინგული სიების შესახებ

სსიპ “კასპის კოლეჯში“, 2023 წლის მიღების, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ,  გაცნობებთ, რომ 16 -17 ოქტომბერს – აპლიკანტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება რეიტინგული ქულა და რეიტინგულ სიაში მათი ადგილის შესახებ ინფორმაცია. 17-18 ოქტომბერს – სარეგისტრაციო სისტემაში vet.emis.ge აპლიკანტი გააკეთებს საბოლოო არჩევანს, იმ პროგრამებს შორის, რომელზეც მოიპოვებს ჩარიცხვის უფლებას. 19 – 21 ოქტომბერს – სისტემაში დაგენერირდება საბოლოო, რეიტინგული სიები […]

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო! კასპის კოლეჯი 2023-2024 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე: კომპიუტერული ქსელი და სისტემები – 14 თვე; ვიზაჟის მომსახურება – 10 თვე; სამკერვალო წარმოება – 18 თვე; ელექტროობა – 8 თვე; იატაკისა და ფილის სამუშაოები – 14 თვე; შედუღება – 6 თვე; მებოსტნეობა – 11 თვე. აპლიკანტებისთვის სასურველ პროგრამაზე რეგისტრაციის […]

კასპის კოლეჯის სტუდენტები კოლეჯებს შორის გამართული მაგიდის ჩოგბურთის ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ

კასპის კოლეჯის სტუდენტები კოლეჯებს შორის გამართული მაგიდის ჩოგბურთის ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ 11 მაისს, კასპის პროფესიულმა კოლეჯმა მონაწილეობა მიიღო მაგიდის ჩოგბურთის ღია ტურნირში, რომელიც ილია წინამძღვრიშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა 13 კოლეჯის 44 სტუდენტმა მიიღო. კასპის კოლეჯს სტუდენტები, გიორგი პაპიაშვილი, ლუკა სოზიაშვილი და გიორგი ქერდიკაშვილი წარმოადგენდნენ. დაძაბული […]

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში „ინოვატორთა კლუბის“ პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

26 იანვარს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში „ინოვატორთა კლუბის“ პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტი პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრთან პარტნიორობით სამ კოლეჯში განხორციელდა და ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვა-განვითარებას ისახავდა მიზნად. ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას, სხვა სპიკერებთან ერთად, სიტყვით მიმართეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა თამარ ქიტიაშვილმა და […]

კოლეჯში სამკერვალო წარმოების სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა და ჩვენება გაიმართა

23 დეკემბერს კასპის პროფესიულ კოლეჯში სამკერვალო წარმოების სტუდენტების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა და ჩვენება გაიმართა! სტუდენტებმა ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს მათ მიერ შეკერილი სამოსი, ხელნაკეთი თოჯინები და ჩანთები წარუდგინეს. ნამუშევრებმა დამთვალიერებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სტუდენტების: ნინელი ბათილაშვილის ხათუნა დუდაურის გულიკო სულაშვილის ნიკა შარიფაშვილის ილია წიკლაურის ნამუშევრები განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პროფესიულ მასწავლებლებს, ირმა ჩოხელსა […]