პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო.
კასპის პროფესიული კოლეჯი 2022-2023 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- კომპიუტერული ქსელი და სისტემები (ინტეგრირებული) – 36 თვე;
- ვიზაჟის მომსახურება – 10 თვე;
- სამკერვალო წარმოება – 18 თვე;
- თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი – 11 თვე;
- ელექტროობა – 8 თვე;
- იატაკისა და ფილის სამუშაოები – 14 თვე;
- შედუღება – 6 თვე;
- სამღებრო სამუშაოების შესრულება – 10 თვე;
- მებოსტნეობა – 11 თვე.
თითოეულ პროგრამაზე დაშვების წინაპირობა – 9 კლასის განათლება.
სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული, პროფესიული განათლების დამადასტურებელი ორენოვანი დიპლომი.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 22 აგვისტოს ჩათვლით:
- პორტალზე – www.vet.emis.ge
- კასპის კოლეჯში – მის. ქ. კასპი, დ. აღმაშენებლის 168-ვ.
დაეუფლე პროფესიას სრულიად უფასოდ, დასაქმდი უმოკლეს დროში!